ხარისხის კონტროლი
ანალიზების ხარისხის კონტროლის სისტემა ლაბორატორია “მრჩეველში” ყველა დაინტერესებული პირისთვის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია. სურვილის შემთხვევაში , მობრძანდით ჩვენთან და მიიღეთ სრული ინფორმაცია ანალიზის ჩატარების ყველა სტანდარტულ საფეხურზე – შეკვეთიდან პასუხის გაცემამდე.
ლაბორატორიაში მოქმედებს ხარისხის შიდა და გარე კონტროლის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა, იმ სტანდარტებით, რომლებითაც ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპულ ჯგუფში გაერთიანებული დასავლეთ- და აღმოსავლეთევროპული ლაბორატორიები ხელმძღვანელობენ.
ხარისხის გარე კონტროლს რეგულარულად ახორციელებს სამედიცინო ლაბორატორიების ხარიხის კონტროლის დაცვის საზოგადოება (INSTAND e.V. Gesellschaft zur Foerderung der Qualitaetssicherund in medizinischen Laboratorien e.V., Deutschland. http://www.instandev.de/ringversuche )
ხარისხის შიდა კონტროლი ხდება სტანდარტული საკონტროლო მასალითა და ანალიზატორების ინსტრუქციაში მითითებული სიხშირით. ევროპული ლაბორატორიების გამოცდილების გათვალისწინებით, ლაბორატორია “მრჩეველს” აქვს შიდა სტანდარტიც, რომლითაც გახშირებულია შიდა კონტროლი: საკონტროლო მასალა უზრუნველყოფს ლაბორატორიული აპარატის სიზუსტეს. თანხვედრაზე კი მოწმდება ყველა პაციენტის სინჯი, რომლის მაჩვენებელიც პათოლოგიურია.
ადგილობრივი ლაბორატორიის სერტიფიკატები:
•ISO 9001 – ხარისხის მართვის დამადასტურებელი სერთიფიკატი ორგანიზაციის მენეჯმენტის კუთხით.
•ISO 15189 –სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი